loader

"მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებო" - რუსუდან ფეტვიაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებო" - რუსუდან ფეტვიაშვილი

„მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იყო მშვიდობის გარანტი. მისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი. სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება, ურთიერთთანხვედრა, გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ. ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ გაქრა ეს ადამიანი, გარდაიცვალა, სხვა სივრცეში არსებობს. მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება. მთელი მსოფლიო იძვრის, მიწისძვრასავითაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და უწმინდესიც დარწმუნებული იყო, რომ ბეწვის ხიდზე გავივლით“, - ამის შესახებ მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.