loader

პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრისკენ მსვლელობით მიემართებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრისკენ მსვლელობით მიემართებიან

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ.

მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებიან. ნათლულებს სიმბოლურად ხელში თეთრი ვარდები უჭირავთ.

ნათლულები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ინფორმაციისთვის, პატრიარქის ინიციატივით პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ამ დროისთვის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.