loader

"ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ..." - ემოციური პირდაპირი ეთერი: ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ..." - ემოციური პირდაპირი ეთერი: ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა

ილია მეორე გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას, - ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

ჟვანიას თქმით, ილია მეორემ დოგმები და სტიგმები გაარღვია, რომლებიც ეკლესიისა და ადამიანების მიერ ორი ათასი წლის მანძილზე იყო დამკვიდრებული.

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მან ილია მეორე ღვთის წინაშე მადლიერებით გაუშვა და ეს ხმამაღლა უთხრა უწმინდესს, სანამ გული გაუჩერდებოდა.