loader

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლარიჯანი მოკლეს მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად.

„ირანისა და ისლამური რევოლუციის წინსვლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, მან უპასუხა ღვთის მოწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა თეირანთან ახლოს ლარიჯანის ლიკვიდაცია განახორციელეს.