ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.
მათი ცნობით, ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.