განიხილება თუ არა პატრიარქის სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.