"დედაჩემი ცუდად გახდა და ჩავარდა" - რას ამბობს სპეცოპერაციის დროს დაშავებული 75 წლის ქალის შვილი?
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებულთა ოჯახის წევრები დეტალებზე საუბრობენ.
სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების უჩა და ბაჩანა ჯაყელების დედის თქმით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, მისმა შვილებმა ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენეს. ისინი ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დედის განმარტებით, უჩა და ბაჩანა ჯაყელებს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.
ავტორი: მარიკო კეკელიძე