რას აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.
ასპანიძის თქმით, პატრიარქს ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა სისხლდენის შეჩერებისთვის და ის ახლა იმყოფება ხელოვნური ძილის მდგომარეობაში.
კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის სამ საათზე შეიყვანეს.