loader

მიხეილ სააკაშვილი "ლელოს" განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი "ლელოს" განცხადებას ეხმაურება

ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

ის სოციალურ ქსელში "ლელოს" მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მხოლოდ „უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლით მოხდება გამარჯვება“.

"მეგობრებო "ლელოდან", შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო, შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.

არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს "ინიციატივა" გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე „ლელოსთან“ ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში", - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ლელო - ძლიერმა საქართველომ" გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.