loader

"თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, ე.ი. რაღაც დასამალი აქვს" - რას ამბობს კახა კალაძე თინა ხიდაშელზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, ე.ი. რაღაც დასამალი აქვს" - რას ამბობს კახა კალაძე თინა ხიდაშელზე?

"თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, დასამალი აქვს. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და ემსახურები ქართულ საქმეს, ქართულ საქმეს აკეთებ, დასამალი რა არის? საამაყო უნდა იყოს და აფიშირება უნდა გააკეთო.

ყველზე დიდი უბედურებაა, რომ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები ვითომ ქართულ საქმეს რომ აკეთებენ, რეალურად კი ფულს იღებენ როგორ უმტრონ ქვეყანას და ქართველ ხალხს. ფულს იღებენ, თუ როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონის" მიღების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.