loader

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ.

მოქალაქეების თქმით, პოლიცია განსაკუთრებით აჩერებს მათ, ვინც ზურგჩანთით გადაადგილდება. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველები ამოწმებენ, აქვთ თუ არა ჩანთებში კარვები.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ხოლო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც.

პარლამენტთან დღეს, 21:00 საათზე, „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაა დაანონსებული, რის გამოც ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ განცხადება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს.