რა თქვა გივი თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ?
[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მან გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ყველა ინფორმაცია ჰქონდა ღია წყაროებიდან.