loader

"ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ" - პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ" - პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს

"ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, პეტრე ცისკარიშვილს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: "შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!"

პეტრე ცისკარიშვილი: "მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ტოლი კი არა, ​ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში".

პეტრე ცისკარიშვილი: "შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ "თბილისის მუხეთე ადგილზე".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს - ადამიანის ბუნებაა ასეთი.

პეტრე ცისკარიშვილი: "აი, ზუსტად მაგ "თბილისის მუხეთე ადგილზე" ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში - არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები".

პეტრე ცისკარიშვილი: "არჩიე და იყავი, იმედია, გაგცემენ შესაბამის პასუხს".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "იმედი ბოლოს კვდება".

მოგვიანებით, "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" ისაუბრა.

"პეტრე ცისკარიშვილი თავს დაესხა "თავისუფლების მოედანს", ჩვენი შეთანხმება კი არ გულისხმობს წარსულზე ერთი აზრის ქონას.

"ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს აიღო 54%. იმისთვის, რომ ჩვენ "ქართული ოცნება" ჩამოვშალოთ, ამ ხალხის მინიმუმ ნახევარი მაინც უნდა გადმოვიდეს წინააღმდეგობაში. 2012 წელს ვინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, ე.ი. "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემატურ ძალად მიიჩნევდა, ეს ხალხი ხომ არსებობს, ამ ხალხს თავისი აზრის გამომხატველი პროტესტში ხომ სჭირდება იმისთვის, რომ ჩაერთოს, იმისთვის, რომ თავისი სუბიექტი ამოარჩიოს? ჩვენ ხომ ბიძინას დამარცხება გვინდა, ჩვენ ხომ იმაზე არ ვზრუნავთ, რომ რომელიმე ლიდერს რამე არ ეწყინოს. ამ ბიძინას დამარცხებას სჭირდება იმ ხალხის ჩართულობა, რომელმაც 2012 წელს მას ხმა მისცა.

როგორც არ უნდა მწყინდეს, რომ ჩემს ქმარს ამას აძახებენ, თუ მე ამას არ გადავაბიჯე, მომავალზე არ ვფოკუსირდი და წარსულში განსხვავებების შეერთება მოვითხოვე, მაშინ უბრალოდ კიდევ ერთხელ წავაგებ ბიძინასთან, სწორედ ამიტომ, ჩვენს შეთანხმებაში ეს გათვალისწინებულია. ეს ალიანსი არ ნიშნავს ერთი პოლიტიკური პარტიის გარშემო გაერთიანებას ან ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო გაერთიანებას ან სრულ იდეოლოგიურ თანხვედრას ყველაფერში. დღეს თუ ვთანხმდები იმაზე, რომ ბიძინა წასასვლელია, რატომ უნდა ვიჭიდაო იმაზე, რაც განმასხვავებს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.