loader

32 წლის კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით 26 წლის ქალი დაჭრა - პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

32 წლის კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით 26 წლის ქალი დაჭრა - პოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.