loader

შსს მინისტრი, გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს მინისტრი, გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები. მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები.

გეკა გელაძემ და პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა.