loader

"ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს დავ­გეგ­მეთ, მაგრამ არ დაგ­ვცალ­და განხორციელება ..." - რას წერს ანი ნადარეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს დავ­გეგ­მეთ, მაგრამ არ დაგ­ვცალ­და განხორციელება ..." - რას წერს ანი ნადარეიშვილი?

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს:

"სა­ო­ცა­რია მეს­ხე­თი, იქ, სა­დაც ჰა­ე­რი ჯერ კი­დევ გაჟ­ღენ­თი­ლია წარ­სუ­ლის სურ­ნე­ლით და ქვის კედ­ლე­ბი ძველ ამ­ბებს ინა­ხა­ვენ. ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს დავ­გეგ­მეთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­მოგ­ვე­ა­რა, ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი, ყვე­ლა ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი, შვი­ლე­ბის­თვის უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სი­ლა­მა­ზე.

არ დაგ­ვცალ­და ჩვე­ნი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ მჯე­რა, რომ მალე დას­რულ­დე­ბა ეს ჯო­ჯო­ხე­თი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ნე­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უფრო ფე­რა­დი და ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა. და როცა ყვე­ლა ბი­ლიკს გა­ვივ­ლით, ყვე­ლა მდი­ნა­რის ჩხრი­ალ­სა და ყვე­ლა ნა­კა­დუ­ლის ჩურ­ჩულს მო­ვის­მენთ, ღრმად მწამს, ერთხე­ლაც გაგ­რა­შიც შე­ვა­ბი­ჯებთ ამა­ყად" - წერს ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას 4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი, მას ბრა­ლად ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე­ვე ორი დღის წინ ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 317-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც დამ­ხო­ბის მო­წო­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.კერ­ძოდ, საქ­მე ეხე­ბა ბაჩო ახა­ლი­ას სა­სა­მარ­თლო­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას - "ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა და­ემ­ხოს“.