რა შემთხვევაში დაფარავს დაზღვევა თქვენს სესხს ბანკში? - "სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ასეთი წესი დამკვიდრდა, ბანკის მოთხოვნა არ უნდა იყოს ფორმალური სადაზღვევო კომპანიის მიმართ"
საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს, რაც წლების განმავლობაში ტვირთად აწევს. მაშინ, როდესაც ადამიანი საფინანსო ორგანიზაციიდან სესხს იღებს, შეიძლება, შეთანხმების ხელშეკრულების პირობებს ყურადღება არც მიაქციოს, რისი გამოსწორებაც დაგვიანებულია გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს.
რა ხდება მაშინ, როდესაც ის ადამიანი გარდაიცვლება, ვისაც საბანკო სესხი ჰქონდა აღებული? რა შემთხვევაში გადადის ეს ვალდებულება მემკვიდრეებზე? - ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" ადვოკატი, თამთა გელაშვილი ესაუბრა.