loader

"დააკავეს პირი, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით იძებნებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დააკავეს პირი, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით იძებნებოდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს." - აღნიშნულია განცხადებაში.