"თავს უფლებას მივცემ, ეპატაჟური განცხადება გავაკეთო..." - მამუკა არეშიძე
"თქვენ წარმოიდგინეთ რამდენად იქნებოდა ჩემთვის, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის როგორ გამოიწვევდა განგაშის გრძნობას, როდესაც გავეცანი, თუ რა კეთდებოდა საქართველოში, ერთ-ერთ "უმაღლეს დაწესებულებაში". უმაღლესი დაწესებულება ჰქვია და სინამდვილეში სტატუსი აქვს მედრესესი. იქ პირდაპირ იყო გათვალისწინებული, რომ იქ უნდა გაზრდილიყვნენ შაჰიდები. ეს იყო 10-12 წლის წინ. ეს პროცესი მერეც გრძელდებოდა, მაგრამ რეზულტატი არ შედგა, რადგან საქართველოა, იმუშავა შესაბამისმა უწყებებმა", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.