loader

თბილისში სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობას მართავენ.

სტუდენტები მსვლელობით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი განათლების სამინისტროსთან მივლენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “მიქანაძის რეფორმა ჩვენთვის არის დეფორმა”; “დაიცავი განათლება, მომავალი ჩვენია”; “ ავტონომია უნივერსიტეტს, არჩევანი სტუდენტებს”.

სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან 17:00 საათიდან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებას აპროტესტებენ.