loader

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღიკვეთა - სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და სინაგოგა იყო - აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღიკვეთა - სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და სინაგოგა იყო - აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.

უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.