loader

"ეს რა სამართალია?" - რა თქვა სასამართლოზე ჯუანშერ ბურჭულაძემ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რა სამართალია?" - რა თქვა სასამართლოზე ჯუანშერ ბურჭულაძემ?

მა­ინ­ტე­რე­სებს, ხარ­ჯე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი, რა მე­თო­დით შე­ა­ფა­სეთ? რა­ტომ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დას­კვნა? ეს არის დას­კვნის გა­ყალ­ბე­ბა - ხარ­ჯებს რომ მით­ვლით, როცა „აი­ფო­ნი“ ვი­ყი­დე და ბან­კში რომ თან­ხა მაქვს შე­ტა­ნი­ლი, ამას არ მით­ვლით, ეს რა სა­მარ­თა­ლია, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ? - ამ კი­თხვე­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, ივა­ნე ბე­დი­ნაშ­ვილს მი­მარ­თა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ივა­ნე ბე­დი­ნაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მოწ­მის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის აუ­დიტ­მა შე­ის­წავ­ლა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის, შე­მო­სავ­ლე­ბი და გა­სავ­ლე­ბი.

მოწ­მის თქმით, კერ­ძოდ, ისი­ნი ად­გენ­დნენ 2015 წლი­დან თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, აქ­ტი­ვებს, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის წარ­მო­შო­ბის წყა­როს და ა.შ. ასე­ვე ად­გენ­დნენ უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბულ თან­ხებს.

ამას­თან, სამ­სა­ხურს უნდა და­ედ­გი­ნა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. მოწ­მე ივა­ნე ბე­დი­ნაშ­ვი­ლის თქმით, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი 2025 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ შო­რის ფლობ­დნენ 31 ერ­თე­ულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას. 2024 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით ფლობ­დნენ 41 ერ­თე­ულ უძ­რავ ქო­ნე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბი­დან 15 ერ­თე­უ­ლი ქო­ნე­ბა, ისე­თი ქო­ნე­ბა იყო, რო­მელ­საც ფლობ­დნენ 2014 წელ­საც.

მოწ­მის თქმით, 2024 წლის 8 თე­ბერ­ვლი­დან 2025 წლის აგ­ვის­ტომ­დე, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ხელ­ფა­სის სა­ხით შე­ად­გენ­და 376 ათას­ზე მეტ ლარს.

„მათ შო­რის, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა შე­ად­გენ­და 800 000-ზე მეტ ლარს. ასე­ვე, 2025 წლის აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 3 მლნზე ლარ­ზე მეტს შე­ად­გენ­და გა­წე­უ­ლი თან­ხე­ბი.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით მი­ღე­ბულ­მა ხარ­ჯმა რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მი­ღე­ბულ თან­ხას გა­და­ა­ჭარ­ბა 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. ჯამ­ში ხარ­ჯებ­მა შე­ად­გი­ნა 8 მი­ლი­ონ­ზე მეტ ლარს. 2015 წლის იან­ვრი­დან 2024 წლის დე­კემ­ბრამ­დე, ბურ­ჭუ­ლა­ძის და მისი ოჯა­ხის მიერ მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი აღე­მა­ტე­ბა 10 მი­ლი­ონ ლარს“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ბე­დი­ნაშ­ვილს.

მოწ­მის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნის მი­მართ კი­თხვე­ბი ჰქონ­და ბრალ­დე­ბულ ექსმი­ნისტრს. რო­გორც ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ დას­კვნით სა­სა­მარ­თლოს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა ხდე­ბა.

„მა­ინ­ტე­რე­სებს, ხარ­ჯე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი რა მე­თო­დით შე­ა­ფა­სეთ? მე­თო­დე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლი ერ­თმა­ნეთ­ში, ხარ­ჯებს თვლი­ან სხვა მე­თო­დით, შე­მო­სავ­ლებს სხვა მე­თო­დით....

კი­თხვა - რა­ტომ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დას­კვნა? ეს არის დას­კვნის გა­ყალ­ბე­ბა. შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია (მოწ­მის­თვის). რა­ტომ გას­ცდნენ დას­კვნას და თა­ნაც ისე­თი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, რი­თაც შეც­დო­მა­ში უნდა შე­იყ­ვა­ნონ სა­სა­მარ­თლო. რა­ტომ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი დას­კვნა­ში ობი­ექ­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი? რა­ტომ არის დას­კვნა­ში ინ­ფორ­მა­ცია არას­რუ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი? აქ ნი­უ­ან­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი და ვა­სა­ბუ­თებ იმას, რა­საც ბრალ­დე­ბა მე­და­ვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

ამას­თან, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბა ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში უთ­ვლის მისი შვი­ლის, და­ვით ბურ­ჭუ­ლა­ძის შე­მო­სავ­ლებ­საც და ეს იმ ფონ­ზე, როცა მის შვილს თან­ხას, სი­დედ­რი ური­ცხავ­და.

„ხარ­ჯებს რომ მით­ვლის როცა „აი­ფო­ნი“ ვი­ყი­დე და ბან­კში რომ თან­ხა მაქვს შე­ტა­ნი­ლი, ამას არ მით­ვლის, ეს რა სა­მარ­თა­ლია, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ? როცა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვი­ნიშ­ნე, (თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბამ­დე) ვფლობ­დი 9 ბი­ნას, როცა წა­მო­ვე­დი ვფლობ­დი 7 ბი­ნას. არის თუ არა ეს მი­თი­თე­ბუ­ლი დას­კვნა­ში?" - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას,ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი­სა და ვა­სილ მხე­ი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას არ ეს­წრე­ბა ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბურ­ჭუ­ლა­ძეს სა­ერ­თო ჯამ­ში 1 593 212 ლა­რის უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან. ბრა­ლის მი­ხედ­ვით, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ2023 წელს მისი მო­ად­გი­ლის, ნა­თე­სა­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბით, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალს სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტი 2 606 272 ლა­რის ნაც­ვლად, 3 940 000 ლა­რად მი­ა­წო­და, რის შე­დე­გა­დაც, სა­მი­ნის­ტროს 1 333 728 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ასე­ვე, 2025 წლის მარ­ტში, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ ეს­პა­ნეთ­ში 544 000 ევ­როდ ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის წარ­მო­შო­ბის და­მალ­ვის და შე­ნიღბვის მიზ­ნით, ამ ქო­ნე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, მათ მე­სა­მე პირ­თან დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფიქ­ცი­უ­რი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს.

რაც შე­ე­ხე­ბათ, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურ­სა და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, მათ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბი­ან, ვა­სილ მხე­ი­ძეს კი გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბას.

მათ ბრა­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვის და გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.