loader

"ეს არის ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება" - რას ამბობს კახა კალაძე "ჰადსონის ინსტიტუტის" კვლევაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება" - რას ამბობს კახა კალაძე "ჰადსონის ინსტიტუტის" კვლევაზე?

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, არანაირი კავშირი არ აქვთ მათ ამ ქვეყანასთან. მათი მხრიდან ინტერესი არის, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება" - აღნიშნულით კახა კალაძე გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმაურება.

"ჰადსონის ინსტიტუტმა" კვლევა - "საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში" - გამოაქვეყნა.

მისი ავტორები არიან "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.