"გულახდილი რომ ვიყო გეტყვით, ძალიან გამიკვირდა" - რას ამბობს ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე?
ისტორიკოს, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე რეგიონში რისკები იზრდება.
ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ქაოსი გამოიწვია.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე ომები დიდ რესურსს მოითხოვს და ვითარება განსაკუთრებით სახიფათო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ირანს ატომური იარაღი ექნებოდა.