"ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის" - რას წერს ნიკა გვარამია?
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ისრაელის ნავთობ მომარაგების მესამედი გადის არც მეტი არც ნაკლები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე.
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც 3 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს.რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ - სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?" - წერს ნიკა გვარამია.