loader

თავდასხმა ნახიჩევანზე ირანული დრონებითა და რაკეტებით, ევაკუაცია ადგილობრივი სკოლებიდან - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდასხმა ნახიჩევანზე ირანული დრონებითა და რაკეტებით, ევაკუაცია ადგილობრივი სკოლებიდან - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

ნა­ხი­ჩე­ვა­ნის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რედ სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნულს წინ უს­წრებ­და აე­რო­პორტზე ირა­ნუ­ლი ე.წ. შა­ჰი­დის დრო­ნით თავ­დას­ხმა..

თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

"ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერთ-ერთი დრო­ნი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვარ­და ღია ად­გი­ლას, აე­რო­პორტთან საკ­მა­ოდ ახ­ლოს", - წერს azernews.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­უ­ბა­რი არ არის მხო­ლოდ ერთ დრონ­ზე, არა­მედ შე­ტე­ვა აზერ­ბა­ი­ჯან­ზე რა­კე­ტე­ბი­თა და დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც სა­ა­გენ­ტო Reuters-ი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, "ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი რა­კე­ტე­ბი და დრო­ნე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ნა­ხი­ჩე­ვან­ში, აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და".წყა­როს ცნო­ბით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მალე გა­კეთ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი რა­კე­ტა და დრო­ნი ჩა­მო­ვარ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. განაგრძეთ კითხვა