"გაბაშვილები დამოუკიდებელი ექსპერტების მოსყიდვაზე გადავიდნენ! არავის დავინდობ! ფრთხილად!" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"გაბაშვილები დამოუკიდებელი/კერძო ექსპერტების მოსყიდვაზე გადავიდნენ!!!
სასოწარკვეთილი ალექსანდრე გაბაშვილი ექსპერტებს სთავაზობს დიდძალ თანხას, რათა დაუწერონ ის, რაც მას უნდა!!!
უარი მიიღო ღირსეული ექსპერტებიდან, მაგრამ თუ რომელიმე კერძო ექსპერტი ფულს დაეხარბება, იცოდეს, მისი პირადი მტერი ვარ!
თქვენ შესაძლოა, იცით, სიყალბის წერა და ფულის თვლა, მაგრამ არ იცით, ეკა კუპატაძის შესაძლებლობები!!!
მართალია, ჩემს გიგას ზურგს არ უმაგრებს ფულიანი მამიკო, თუმცა უმაგრებს გააფთრებული დედა და ისტორიას რომ არ ახსოვს, ისე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება!
არავის დავინდობ, ვინც წინ გადაგვეღობება!!!! ფრთხილად!!! ნუ შეეწირებით მკვლელებს!!! არ დავუშვებ, რომ გიგას სიკვდილით გამდიდრდეთ!!!" - წერს ეკა კუპატაძე.