რას ამბობს ხატია წერეთელი საქმესთან დაკავშირებით, რის გამოც დააპატიმრეს? - "საკმაოდ გადაღლილი ვიყავი მუშაობით..."
"მთავარია, ღმერთთან მართალი იყო... ყველაფერს დადებით ჭრილში განვიხილავ, იმიტომ რომ საკმაოდ გადაღლილი ვიყავი მუშაობით, მართლა ვმუშაობდი, მართლა მასაჟებს ვაკეთებდი" - ამის შესახებ ხატია წერეთელმა "ნანუკას შოუში" განაცხადა.
ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი საპატიმროდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ხატია წერეთელმა ბრალი აღიარა და გამოძებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხატია წერეთელს და კიდევ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.
შსს-მ მაშინ ფარულად გადაღებული კადრებიც გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს.
ცნობისთვის, ხატია წერეთელი მომღერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი ირმა კურტანიძეა.
ასევე იხილეთ: შსს აქვეყნებს ფარულად გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს