loader

ისრაელის საჰაერო ძალები განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის საჰაერო ძალები განცხადებას ავრცელებს

ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 5000-ზე მეტი ბომბი ჩამოვაგდეთ, - განცხადებას ისრაელის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, „ავიაგამანადგურებლები ირანის თავზე საჰაერო უპირატესობის გაძლიერებას აგრძელებენ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული აქცენტი თეირანზე კეთდება“.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ დღეს ისრაელის საჰაერო ძალების F-35-ის ტიპის გამანადგურებელმა თეირანის თავზე ირანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული რუსული „იაკ-130“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.