ისრაელმა დაარტყა შენობას, სადაც ირანის უხუცესთა საბჭოს წევრები აიათოლა ხამენეის შემცვლელის ასარჩევად იყვნენ შეკრებილი
ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი , - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება.Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.
ასამბლეის შენობა ქალაქ ყუმში მდებარეობს.