"სისხლიანი მთვარე" - დღეს მთვარის სრული დაბნელებაა
2026 წლის 3 მარტს მსოფლიო მთვარის სრულ დაბნელებას იხილავს.
ეს ამ წლის ერთადერთი სრული დაბნელება იქნება. მთვარე მუქ მოწითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას მიიღებს, რასაც აზიის, ავსტრალიის, წყნარი ოკეანის კუნძულებისა და ამერიკის მოსახლეობა იხილავს.NASA-ს ინფორმაციით, მოვლენას ხშირად "სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.
როგორც NASA-ს კოსმოსური ფრენების ცენტრის წარმომადგენელი, ალექს იანგი განმარტავს, ეს მოვლენა სამი ზედიზედ სრული დაბნელებიდან ბოლოა. პირველი 2025 წლის მარტში დაფიქსირდა, მეორე - იმავე წლის სექტემბერში. მთვარის სრული დაბნელება 2028 წლის 31 დეკემბრამდე აღარ მოხდება.
"ამის სანახავად არ გჭირდებათ ძვირადღირებული ტელესკოპი! უბრალოდ გადით გარეთ, აიხედეთ ზემოთ და დატკბით ხედით. თუ გსურთ თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბინოკლი ან პატარა ტელესკოპი. თუმცა, ხილვადობა ამინდზეა დამოკიდებული, რადგან ღრუბლებმა შეიძლება ხედვა დაფაროს", - ამბობს იანგი.
Farmers' Almanac-ის მიხედვით, მარტის სავსე მთვარეს სხვადასხვა სახელწოდება აქვს. ეს სახელები ხშირად უკავშირდება სეზონურ ცვლილებებსა და ბუნებაში მიმდინარე პროცესებს.
ადრეულ გაზაფხულზე, ნიადაგი თბება, ჭიები და მწერები მიწის ზედაპირზე ამოდიან, სწორედ ამიტომ მარტის სავსე მთვარეს "ჭიაყელა მთვარეს“ უწოდებენ - ეს სახელწოდება გავრცელებულია ამერიკასა და ევროპაში. განაგრძეთ კითხვა