ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს - განათლების მინისტრის ბრიფინგი
"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი." - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .