ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ
"ოპოზიციის ალიანსი შედგა - ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის" - განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ
"ეს არ იყო ხანმოკლე კონსულტაციები, ეს არ იყო მარტივი კონსულტაციები. დიდი ხანია, ეს მიმდინარეობს. ამასობაში, ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები.ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით სამოქმედო ერთობას" - განაცხადა გვარამიამ.