loader

ოქრო ერთ დღეში თითქმის 200 დოლარით გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქრო ერთ დღეში თითქმის 200 დოლარით გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ერთ დღეში ძვირფასი მეტალის ფასის მატებამ თითქმის 200 დოლარი შეადგინა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 406 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.48%-ით ზრდას წარმოადგენს. გუშინ კი ამავე დროის პერიოდში უნციის ღირებულება 5 278 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 95.81 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.24%-ით მომატებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს,1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 462 ლარია, 750-სინჯიანი - 347 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 270 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.52 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.81 ლარად არის შესაძლებელი.

წყარო: BPN.GE