"ბედნიერები ვართ, მადლობა ტრამპს და ნეთანიაჰუს" - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია გაიმართა
თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშების შედეგებს ზეიმობენ.
“ბედნიერები ვართ, მადლობა ტრამპს, მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს”,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.