ცნობილი ნიგერიელი მუსიკოსი ოჯახთან ერთად საქართველოშია და ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მასპინძლობს - "მე ვარ სახლში მეფესთან"
ცნობილი ნიგერიელი მუსიკოსი პატორანკი ოჯახთან ერთად საქართველოშია. მას ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მასპინძლობს.
გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ მუსიკოსი და ივანიშვილის ოჯახი გოდერძის უღელტეხილზე ისვენებენ.
"მე ვარ სახლში მეფესთან" - წერს პატორანკი და ვიდეოს ავრცელებს.