loader

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას პირდაპირ ეთერში ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას პირდაპირ ეთერში ატირდა

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის წამ­ყვა­ნი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ატირ­და.

"ალაჰ აკბარ, ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვაც­ნო­ბებ ირა­ნელ ერს, რომ დიდი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სი­ო­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა", - თქვა ტე­ლე­წამ­ყვან­მა, რის შემ­დე­გაც ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა.ამ დროს ეთერ­ში ის­მო­და ასე­ვე სტუ­დი­ა­ში კადრს მიღ­მა მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ტი­რი­ლის ხმაც.

ცნო­ბის­თვის, ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზია ადას­ტუ­რებს, რომ ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

მე­დი­ამ ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ხა­მე­ნე­ის და­ღუპ­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს და ამა­ში აშშ-სა და ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლებს.გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ხა­მე­ნე­ის "მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი მჩაგ­ვრე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში აჯან­ყე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა“.ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ლიკ­ვი­და­ცია შა­ბათს დი­ლით თავ­დას­ხმი­სას დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში, სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და