loader

სამი სცენარი: რა შედეგით შეიძლება დასრულდეს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია ირანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი სცენარი: რა შედეგით შეიძლება დასრულდეს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია ირანში

დღეს დი­ლით აშშ-მა და ის­რა­ელ­მა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია და­ი­წყეს. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნე­თა­ნი­აჰუს ცნო­ბით, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლის ოპე­რა­ცი­ას "ლო­მის ღრი­ა­ლი" ეწო­დე­ბა.

დარ­ტყმე­ბის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზეშ­ქი­ა­ნის რე­ზი­დენ­ცია იყო. თუმ­ცა, რო­გორც ირა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, პრე­ზი­დენ­ტი უსაფრ­თხო­დაა. ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად აია­თო­ლა ხა­მე­ნე­ის რე­ზი­დენ­ცია გა­ნად­გურ­და. ის­რა­ე­ლის მე­დია წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მოკ­ლუ­ლია ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი.

ირან­მა თა­ვის მხრივ უპა­სუ­ხა სა­რა­კე­ტო და დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბით, ის­რა­ე­ლის რიგ ობი­ექ­ტებ­ზე და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე, სპარ­სე­თის ყუ­რის სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში. ირა­ნის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად აბუ-და­ბი­ში ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ირა­ნის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი აბუ-და­ბი­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ში ჩა­მო­ვარ­და.

რას მი­ვი­ღებთ ამ ყვე­ლაფ­რის ბო­ლოს? - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ამ თე­მა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ბობს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კა სამ ძი­რი­თად სცე­ნარს გვთა­ვა­ზობს:

1. პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი რე­ჟი­მის სრუ­ლი დე­მონ­ტა­ჟია. ეს გუ­ლის­ხმობს ირა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბის ტო­ტა­ლურ ლიკ­ვი­და­ცი­ას ან მათ გაქ­ცე­ვას ქვეყ­ნი­დან, მარ­თვის სის­ტე­მის მოშ­ლას ან/და მთავ­რო­ბის შიგ­ნი­დან ჩა­ნაც­ვლე­ბას (ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ვე­ნე­სუ­ე­ლის სცე­ნა­რი"), ან მა­სობ­რი­ვი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბა - ეს იქ­ნე­ბა უპი­რო­ბო სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ არ­ქი­ტექ­ტუ­რას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის. ეს არის კარ­გი სცე­ნა­რი. განაგრძეთ კითხვა