loader

"იმედის ბანკის" შექმნა არის აბსურდი" - რომან გოცირიძე "იმედის ბანკის" შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის ბანკის" შექმნა არის აბსურდი" - რომან გოცირიძე "იმედის ბანკის" შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ვიდეოს ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე "ტელეკომპანია "იმედის" გადაწყვეტილებას, ბანკის შექმნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შექმნას მიკრობანკი, რომლის უფლებას კანონი იძლევა და მომემსახურება “იმედს” მხოლოდ ლარებში, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას.

“ოცნებას” რა მოუვა ძნელი გამოსაცნობი არ არის. ხალხი არავის შეარჩენს სიმწრით ნაგროვები ანაბრების განადგურებას.

ალბათ მაინც ვერ გაბედავენ, არ ჩაჰყვებიან “იმედს” სამარეში. თავად მოექცევიან ნანგრევებში. როცა ფულზეა საქმე, ივანიშვილის ყნოსვა გაათმაგებულად მუშაობს." - წერს რომან გოცირიძე.