loader

სიტყვიერი დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის - ამსახველი კადრები რუსთაველის გამზირიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიტყვიერი დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის - ამსახველი კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია-მსვლელობისას მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკაპის ტიპის ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, მსვლელობის ორგანიზატორებს ნებართვაში პიკაპით გადაადგილება მითითებული არ ჰქონდათ.

გარდა ამისა, მემანიშვილმა ორგანიზატორებს მოუწოდა საპროტესტო მსვლელობა გზის ერთ ზოლში გაემართათ.

ამ დროისთვის აქცია-მსვლელობა გრძელდება. მონაწილეებს პოლიციის კორდონი მიჰყვება.