რა ხდება რეალურად ადგილზე და სად არის გადაღებული ფოტო, რომლის ნამდვილობაში საზოგადოებას ეჭვი შეეპარა -"კორპუსი ძირს ჩამოვა და ტრაგედია დატრიალდება"
სოციალურ ქსელში, ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა, ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც, ახლადაშენებული კორპუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს.
რამდენიმე დღეა აქტირუად განიხილება, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარე დასრულებული საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოება.
გავრცელებულ ფოტოში ჩანს შენობა, სადაც სავარაუდოდ კორპუსის საძირველის ნაწილს მიწა აქვს გამოცლილი.
ახლო მდებარე კოპრუსის სამშენებლო სამუშაოებს შეეძლო თუ არა მიწის ჩამოშლა გამოეწვია? ამ კითხვაზე ზუსტი არ გვაქვს,ჩვენ ვცადეთ მშენებელ კოპანიასთან დაკვშირება, თუმცა უშედეგოდ.
მაგრამ, როგორც მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა გვითხრა მიწა 23 თებევრალს , გამაგრებითი სამუშაოების დაწყებამდე ჩამოიშალა.


