loader

"ალექსანდრე გაბაშვილს (მკვლელს) სასამართლო პროცესზე სიცილი წასკდა..." - ეკა კუპატაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალექსანდრე გაბაშვილს (მკვლელს) სასამართლო პროცესზე სიცილი წასკდა..." - ეკა კუპატაძე

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ჯერ კიდევ უჭირს ჩემს "ფეისბუქს" და გთხოვთ, დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.

ორივე ფოტო, რომელიც ჩემი პოსტის ქვეშაა, ერთ დღეს არის გადაღებული. პირველ ფოტოში დიდი ალექსანდრე გაბაშვილი ღრეობს ქალებთან. მეორე ფოტოში გიგას თვალებია, მიდრიაზის (გაფართოებული გუგების) მიხედვით, გერმანიაში მოღვაწე ექიმს უნდა ეთქვა, სიცოცხლის შანსი გვქონდა თუ არა.

პატარა ალექსანდრე გაბაშვილს (მკვლელს) დღეს სიცილი წასკდა სასამართლო პროცესზე. ეგონა ისე გაუტარებდნენ, როგორც სკოლა ,,ინტელექტში" უტარებდნენ აღვირახსნილობას.

რაც შეეხება ნია იმნაძეს და გიორგი მალანიას, ველოდებით მათი ტელეფონებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენას.

რამდენიმე დღეა, პოსტი არ დამიდევს. მეკითხებიან მიზეზს.

გეტყვით:

სხვა შვილმოკლულმა მშობლებმაც განაახლეს ბრძოლა, მიხარია თუ უიმედო მშობლების მოიმედე გავხდი და არ მინდა ერთმანეთი გადავფაროთ პოსტებით, მათაც იპოვონ სამართალი.

P.S. დიდ დიღომში ისევ ამუნათებენ მკვლელთა ოჯახებს!" - წერს ეკა კუპატაძე.