loader

"სა­პირ­ფა­რე­შო­ში, სა­დაც ქალ­ბა­ტონ­მა იმ­შო­ბი­ა­რა, შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­უ­ვარ­და" - როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობა დედამ სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­პირ­ფა­რე­შო­ში, სა­დაც ქალ­ბა­ტონ­მა იმ­შო­ბი­ა­რა, შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­უ­ვარ­და" - როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობა დედამ სცადა

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა „მე­დი­ნას“ დი­რექ­ტო­რის ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ა­ჩი­ნა, შემ­დეგ კი მისი მკვლე­ლო­ბა სცა­და, „უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს“, თუმ­ცა ის კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ახალ­შო­ბი­ლის ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა არის გა­მო­საკ­ვლე­ვი, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"დღე­ი­სათ­ვის ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, თუმ­ცა წინ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცი­ე­ბი კი­დევ დას­ჭირ­დეს. კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­კე­თებთ, რად­გან ახალ­შო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი. დღეს ვფიქ­რობთ, რომ გა­დას­ხმით კვე­ბა და­ვი­წყოთ.

არ გა­მოვ­რი­ცხავთ, შე­საძ­ლოა, კი­სე­რიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, ჩვენ რო­დე­საც ვნა­ხეთ დიდი ტრავ­მა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვის ქა­ლის ძვლებ­ზე ორ ად­გი­ლას ხა­ზო­ვა­ნი მო­ტე­ხი­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. არ ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და სა­პირ­ფა­რე­შო­ში სა­დაც ქალ­ბა­ტონ­მა იმ­შო­ბი­ა­რა, შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­უ­ვარ­და. მოკ­ლედ მთლი­ა­ნი ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა გა­მო­საკ­ვლე­ვია“, - აცხა­დებს ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­თუ­მის კლი­ნი­კა „მე­დი­ნა­ში“ კლი­ნი­კის სა­ნი­ტარ­მა კვი­რას გამ­თე­ნი­ი­სას სა­პირ­ფა­რე­შო­ში იმ­შო­ბი­ა­რა, რის შემ­დე­გაც ახალ­შო­ბილს ყე­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას ბა­თუ­მის სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11.პრი­მა 19.109 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ახალ­შო­ბი­ლი წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.