loader

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

დეკანოზი კონსტანტინე ხვალიდან, 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.