loader

"მოკ­ლედ, შავ დღე­ში არი­ან, ჯერ სა­დაა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ახლა უკვე სხვე­ბის რი­გია" - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოკ­ლედ, შავ დღე­ში არი­ან, ჯერ სა­დაა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ახლა უკვე სხვე­ბის რი­გია" - რას წერს რომან გოცირიძე?

"სა­მარ­თა­ლი ურ­მით და­დის“ და ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლას მი­ად­გე­ბა კარ­ზე, - ასე აფა­სებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის „პოსტვ“-სა და „იმე­დის“ და­სან­ქცი­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მან გო­ცი­რი­ძე.

რო­გორც ის „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში, შე­საძ­ლოა, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ აღ­მოჩ­ნდეს.

"500 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე “იმედს” რომ იჩუ­ქებ, ბრიყ­ვი უნდა იყო. სად წა­ი­ღებს რეკ­ლა­მას „ოც­ნე­ბის“ მომ­სა­ხუ­რე ბიზ­ნე­სი და მში­შა­რა ბან­კე­ბი, “რუს­თავ­ზე”? შემ­დე­გი რომ “რუს­თა­ვი 2-ია”, რო­მე­ლიც ოფ­შო­რე­ბი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი შავი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბა? თა­ნაც ეს აქე­დან გა­ტა­ნი­ლი ფუ­ლია, ზეს­ტა­ფო­ნი­სა და ჭი­ა­თუ­რის მუ­შე­ბის­თვის მო­პა­რუ­ლი. „სა­მარ­თა­ლი ურ­მით და­დის“ და ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლას მი­ად­გე­ბა კარ­ზეო“, - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პო­ლი­ტი­კო­სი გან­მარ­ტავს, რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ და­სან­ქცი­რე­ბას. "რას ნიშ­ნავს „იმე­დის“ და­სან­ქცი­რე­ბა:

ვერ მო­ი­ზი­და­ვენ რეკ­ლა­მას;

ვერ და­ა­სუბ­სი­დი­რებს ივა­ნიშ­ვი­ლი (მა­ნამ­დე რუ­ხა­ძეც), რად­გან ხარ­ჯე­ბის უდი­დეს ნა­წილს ისი­ნი ფა­რავ­დნენ. რეკ­ლა­მა ხელ­ფა­სებ­საც კი არ ჰყოფ­ნი­და;

ვერ გას­ცე­მენ ხელ­ფა­სებს;

ვერ გა­და­რი­ცხა­ვენ უცხო­ეთ­ში ვერ­სად ფულს, მათ შო­რის, სა­ტე­ლი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის;

ლარ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც კი ვერ გა­ბე­დავს ვერ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ბან­კი, რად­გან ბა­რა­თე­ბი ვი­ზა­ზე და მას­ტერ­ქარ­დზეა მიბ­მუ­ლი.

დრო­ე­ბი­თი გა­მო­სა­ვა­ლი? ჩი­ნუ­რი არ­ხე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რაც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ახ­ლა­ხან გვამ­ცნო, მაგ­რამ ეს მე­ქა­ნიზ­მი ჯერ არაა გა­მარ­თუ­ლი და არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ჩი­ნუ­რი (არა­ბუ­ლი) ბან­კი ამ რის­კზე არ წავა. დარ­ჩა რუ­სუ­ლი და ირა­ნუ­ლი ბან­კე­ბი. იქ რომ ფული და­ი­დოს, ტომ­რე­ბით უნდა ზი­დონ აქე­დან.

მოკ­ლედ, შავ დღე­ში არი­ან. წილი ვინც იჩუ­ქა, მისი ბიზ­ნე­სიც „იმედს“ ჩაჰ­ყვა სა­მა­რე­ში. ჯერ სა­დაა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ახლა უკვე სხვე­ბის რი­გია“,- აცხა­დებს გო­ცი­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს - „იმედ­სა“ და „POSTV“-ს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. დიდი ბრი­ტა­ნეთს მთავ­რო­ბის ცნო­ბით, „იმედ­სა“ და „POSTV“-ს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ, რო­გორც „რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ჩარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს“. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას, აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის აკ­რძალ­ვა­სა და დი­რექ­ტო­რის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას მო­ი­ცავს. სან­ქცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იმე­დი და POSTV „რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შე­სა­ხებ შეც­დო­მა­ში შემყვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ზრახ ავ­რცე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლო­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი“.