"საქართველო გადაიქცა სასტუმროდ, სადაც ერთი დიდი რესტორანია, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლით, თამადა მელიქიფეებით, სმა-ჭამით, ნომრებში რუსებით, არაბებით, ინდუსებით, პაკისტანელებით, ირანელებით - ქართველები კი მიმტანები, ჭურჭლის მრეცხავები, დამლაგებლები, ნაგვის გამტაბები და სხვა" - თეა დარჩია
ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველო გადაიქცა სასტუმროდ, სადაც ერთი დიდი რესტორანია, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლით, თამადა მელიქიფეებით, კაი სმა-ჭამით და ნომრებში რუსებით, არაბებით, ინდუსებით, პაკისტანელებით, ირანელებით… ქართველები, კი მიმტანები, ჭურჭლის მრეცხავები, დამლაგებლები, ნაგვის გამტაბები და სხვა და სხვა მომსახურე პერსონალი… საქართველო ლამაზოოოოო, სხვა საქართველო სად არის?!" - წერს თეა დარჩია.