loader

ამბავი, რომლის კეთილ დასასრულსაც მსოფლიო ელოდა - მაკაკა პანჩის ახალი დედა ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამბავი, რომლის კეთილ დასასრულსაც მსოფლიო ელოდა - მაკაკა პანჩის ახალი დედა ჰყავს

ამბავი, რომელის კეთილ დასასრულსაც მსოფლიო ელოდა... პატარა მაკაკა პანჩის ახალი დედა ჰყავს.

იაპონური მაკაკა, რომელმაც ზუსტად ერთ დღე-ღამეში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. მაკაკა სახელად პანჩი იაპონიის იჩიკავას ზოოპარკში დაიბადა, თუმცა დედამ მასზე უარი დაბადებისთანავე თქვა. პრიმატებისთვის დედასთან კონტაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მისმა მომვლელებმა უდედოდ დარჩენილ პატარა მაკაკას რბილი სათამაშოები მისცეს. პანჩიმ თავად აირჩია ნარინჯისფერი ორანგუტანგი, რომელსაც "ორან-მამა" შეარქვეს. კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.

პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.

საქმეში მეცნიერებიც ჩაერთნენ, ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ პანჩის ქცევა მარტივად აიხსნება. სპეციალისტები წლების წინ ჩატარებულ ცნობილ ექსპერიმენტსაც იხსენებენ, რომელმაც აჩვენა, რომ პრიმატებისთვის სითბო და ჩახუტება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები. პატარა მაკაკას ქცევა კი, რომელიც სათამაშოს ყველგან თან დაათრევს და მასთან ჩახუტებულს სძინავს, ძალიან ჰგავს ადამიანის ბავშვობას, როცა საყვარელი სათამაშო ქვეცნობიერად უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

პანჩი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სათამაშო მაიმუნის მწარმოებელმა კომპანიამ ზოოპარკს ამ ორანგუტანგების მთელი მარაგი აჩუქა, იმისთვის, რომ თუ სათამაშო გაცვდება, პატარა მაკაკა მეგობრის გარეშე არცერთი წუთით არ დარჩეს. პანჩის ისტორიის პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით ამ სათამაშოზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა.