"ბავშვი პარკში ჩაგდებული აღმოაჩინეს, უმძიმესია მისი მდგომარეობა, ტრავმები აღენიშნება თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე..." - ბათუმში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები: რას ჰყვება კლინიკის დირექტორი?
ბათუმის კლინიკა "მედინაში“ მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ, ახალშობილის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. ჩვილი, რომელსაც საკუთარმა დედამ სახისა და ყელის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, ამ წუთებშიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით ambebi.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა კლინიკის დირექტორ ჯუმბერ უნგიაძესთან, რომლის განცხადებითაც, კონსილიუმი შედგა წამყვან ექიმებთან ერთად და დღესვე ბავშვთა ყბა - სახის ქირურგი, მეორე ოპერაციას გააკეთებს.
"დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ სიტუაცია უმძიმესია. მძიმე ტრავმით სასიცოცხლო ორგანოებზე, თავზე, სასუნთქ გზებზე, ხორხზე, ქვედა ყბაზე. არის ინფექციაც, რადგან როგორც მოგეხსენებათ საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება", - ამბობს ის.
- ბატონო ჯუმბერ, რამდენი ხანია, რაც ეს ქალბატონი თქვენს კლინიკაში მუშაობს?
- საკმაოდ დიდი ხანია. ქალი 34 წლის არის.
- მის ფსიქიკურ მდგომარეობაში არასოდეს ეჭვი არ შეგიტანიათ?
- არა, ჩემო კარგო, პირიქით - ძალიან ნორმალური ფსიქიკის ადამიანია. ორი ბავშვი ჰყავს, საკმაოდ დიდები უკვე. უმცროსი შვილი... თუ არ ვცდები, 2014-შია დაბადებული. ორივე ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, ეს იყო მესამე ორსულობა. ქმარი დაღუპული ჰყავს, დაახლოებით, ცხრა წელია და მარტოხელა დედაა. არ შეგვიმჩნევია რომ ბავშვს ელოდებოდა. თვითონაც მალავდა, მეგობრებსაც კი უმალავდა. ყველა დაკითხულია. იცით რა, ძალიან რთულია, რაც მოხდა. არის სპეციალური ნაშრომები არახელსაყრელ ორსულობაზე... მე არ ვიცი, ვინ არის მამა, რა ხდება - ეს ჩემი საქმე არ არის. მაგას გაარკვევენ სამართალდამცავი ორგანოები. ჩემთვის ახლა მთავარია, ეს ბავშვი რაღაცნაირად გადავარჩინოთ. უმძიმესია მისი მდგომარეობა. განაგრძეთ კითხვა>>>