"3-ჯერ გამაუპატიურა, 2-ჯერ მაშინ როცა 17 წლის ვიყავი" - ვინ და როგორ მიჰგვარა 17 წლის გოგო უინძორს; რა წერია ვირჯინიას ჯუფრეს მემუარებში
თითქმის 12-საათიანი პატიმრობის, შემდეგ მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გაათავისუფლეს.
ის ეპშტეინის ფაილების გამოძიების ფარგლებში, თავის რეზიდენციაში, 19 თებერვალს, დილის საათებში, საკუთარ დაბადების დღეზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, დღეს უკვე ტიტულ ჩამორთმეულმა უინძორმა შესაძლოა უფლებამოსილებას გადაამეტა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობების ელჩად ყოფნის პერიოდში, ჯეფრი ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცა.