"ისე შემეშინდა რომ ისროდა, ვიტირე" - სისხლიანი დაპირისპირება, რა მოხდა კასპში?
პირი, რომელმაც გუშინ ოკამში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი სამხედროა. მის დასაკავებლად ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. შსს-ს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გ.შ-მ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.